სასტუმრო / ჰოსტელი / საოჯახო სასტუმრო
COVID-19 ვირუსთან დაკავშირებით სასტუმროს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს სტუმრების მიღება. გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებთ სულ მალე შევძლებთ საქმიანობის გაგრძელებას.
In connection with the COVID-19 virus, the hotel administration has decided to temporarily suspend the reception of guests. We wish you good health and we hope to be able to continue our work soon.
В связи с вирусом COVID-19 администрация отеля приняла решение временно приостановить прием гостей. Желаем вам крепкого здоровья и надеемся, что скоро сможем продолжить нашу работу.
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ევროპა მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, ვერაზე. ადგილი იდეალური არჩევანია საქმიანი ან დასასვენებელი მიზნით ჩამოსული ტურისტებისათვის. სასტუმრო გთავაზობთ 45 სხვადასხვა ტიპის ნომერს, რომლებიც მთლიანად მოწყობილია ყველა თანამედროვე აღჭურვილობით, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს სტუმრების მოთხოვნილება. დახვეწილი დიზაინი და ელეგანტური ინტერიერი სასტუმროს ხდის გამორჩეულს. სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ მიირთვათ საუზმე და ასევე ქართული და ევროპული კერძები.
ზოგადი ინფორმაცია:
რეგისტრაციის დრო: 14:00 / გასვლის დრო: 12:00
საუზმე - 8:00 საათიდან 11:00 საათამდე (შაბათ-კვირას დილის 08:00 საათიდან 12:00 საათამდე)
რესტორანი
უფასო ინტერნეტი
უფასო ავტოსადგომი
აეროპორტში დახვედრა/გაცილება
ბიზნეს ცენტრი
სამრეცხაო მომსახურება
24 საათიანი დაცვა
24 საათიანი მიღება-განთავსება
ბილეთების სერვისი
ღირშესანიშნაობები:
სასტუმრო ევროპასთან ახლოს მდებარეობს თბილისის საკონცერტო დარბაზი, კინოთეატრი ამირანი, სხვადასხვა რესტორანი, მაღაზიები და ღამის ბარი. სასტუმროს შენობასთან ახლოს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტაქსის გაჩერება. სასტუმროს შენობიდან ახლოს იწყება რუსთაველის გამზირი, სადაც მდებარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახლი და რუსთაველის დრამატული თეატრი. რუსთაველის გამზირის გავლით მოხვდებით ძველ თბილისში სადაც დაათვალიერებთ ქალაქის ღირშესანიშნაობებს როგორიცაა ძველი ქალაქი, ნარიყალას ციხე და გოგირდის აბანოები რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილშია და მხოლოდ 10 წუთის სავალია. სასტუმრო მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ 30 წუთის სავალზე.
რესტორანი ევროპა შესანიშნავი ადგილია დღის დასაწყებად სადაც გთავაზობთ საუზმეს, ლანჩს, სადილს და ვახშამს.
განსაკუთრებული აქცენტი სეზონურ და ჯანსაღ სამზარეულოზე, გთავაზობთ ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვან არჩევანს.
ჩვენი რესტორანი გთავაზობთ ასევე ექსკლუზიურ კოქტეილებს, პრემიუმ სასმელებს, შერჩეულ ჩაის, ყავას და უგემრიელეს დესერტებს.
საუკეთესო ადგილობრივი ღვინოები, ლამაზი დიზაინი და სასტუმროს მაღალი დონის მომსახურეობა შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.
სამუშაო საათები: 08:00 საათიდან 23:00 საათამდე.
მდებარეობა: პირველი სართული
+995 593 57 10 00 | customerservice@dccard.ge | DcCard
წესები და პირობები | კონფიდენციალობის პოლიტიკა | თანხის დაბრუნების პოლიტიკა
Dccard Tourist. ყველა უფლება დაცულია