DcCard-ი მომხმარებელს საშუალებას უტოვებს უკან დაბრუნოს თანხა, ბარათის გააქტიურების თარიღამდე 5 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში. თანხის უკან დაბრუნებისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Dccard-ს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ბარათის შეძენისას გამოყენებული ელექტრონული ფოსტიდან. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ბარათის კოდს, ბარათის შეძენისას გამოყენებულ სახელსა და გვარს, ბარათის გააქტიურების თარიღს. ამასთან ერთად მომხმარებელი ვალდებულია ადმინისტრაციას მიწეროს მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი სადაც უნდა მოხდეს თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნული ოპერაციის შესასრულებლად DcCard-ს შესაძლოა დასჭირდეს მაქსიმუმ 5 სამუშაო დღე.
DcCard-ი უფლებას იტოვებს თანხის დაბრუნებისას დაიტოვოს გადახდილი თანხის 25% გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. ამასთან ერთად DcCard-ი პასუხს არ აგებს და არ ანაზღაურებს ვალუტის კონვერტაციისას გაწეულ ხარჯებსა და ბანკების მიერ აღებული საკომისიო მომსახურებაზე.
თანხის დასაბრუნებლად გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: moneyback@dccard.ge
+995 593 57 10 00 | customerservice@dccard.ge | DcCard
წესები და პირობები | კონფიდენციალობის პოლიტიკა | თანხის დაბრუნების პოლიტიკა
Dccard Tourist. ყველა უფლება დაცულია